Digest Logo

„ეს კაცი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ ორივე მხარე, მომღერლებიც და მსმენელიც კმაყოფილი გაუშვას სახლში“ - ზურა ხაჩიძე „ქვევრის“ მფლობელ ლაშა ბასლანძეს მხარდაჭერას უცხადებს

31/5/2024 • 14:57
ზურა და ლაშა

რესტორან „ქვევრს“ ბოლო რამდენიმე საათში არაერთი უარყოფითი შეფასება დაუწერეს სოციალურ ქსელებში. უარყოფითი კომენტარის ავტორებს, როგორც „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე აცხადებს, მისი პოზიცია აღიზიანებთ - რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ღიად უჭერს მხარს.

„ქვევრის“ მეპატრონეს, პროდიუსერ ლაშა ბასლანძეს მხარდაჭერას უცხადებს მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელიც წერს რომ რესტორან „ქვევრში“ მისვლა და კონცერტების ჩატარება უხარია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ფიქრობენ ორივე მხარე, მომღერლებიც და მსმენელიც კმაყოფილი გაუშვან სახლში.

„რესტორან „ქვევრზე“ ორგანიზებული კიბერშეტევა ხორციელდება, მე რომ ვერ გამაჩერეს, ვერ დამაბულინგეს და ვერ შემაშინეს რუსული მეთოდებით მიტევენ...“ - ლაშა ბასლანძე

„ბოლო წლებში, თუკი ვინმესთან აქტიური თანამშრომლობა გვქონია ჯგუფ-ს „ქუჩის ბიჭები” ერთადერთი ადგილი არის Qvevri • ქვევრი.

გვიხარია მისვლა და კონცერტის ჩატარება. ამის მიზეზი ეს კაცია, რომელიც ამ რესტორნის სული და გულია Lasha Baslandze. ზუსტად იცის რა უნდა მომხმარებელს და მუსიკოსს. თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ ორივე მხარე, მომღერლებიც და მსმენელიც კმაყოფილი გაუშვას სახლში.

გემრიელი კერძები, არაჩვეულებრივი გარემო, სცენა, ხმა, განათება და მომსახურება 

Respect!  ჩემი აზრით number one ხართ!“, - წერს ზურა ხაჩიძე. 

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „უფრო წარმატებული ხართ ვიდრე კვირის განმავლობაში იყავით...ცდილობენ სწორი გზიდან გადაუხვიოთ“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„რესტორან „ქვევრზე“ ორგანიზებული კიბერშეტევა ხორციელდება, მე რომ ვერ გამაჩერეს, ვერ დამაბულინგეს და ვერ შემაშინეს რუსული მეთოდებით მიტევენ...“ - ლაშა ბასლანძე