
ვინ არის ანუკი ცქვიტინიძე?
ანუკი ცქვიტინიძე: მუსიკოსი, ადამიანებსა და ურთიერთობებზე შეყვარებული ადამიანი.
- როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
ისეთი როგორიც მაქვს.მყავს გელა, მარიამი და იკაკო - მეუღლე და შვილები. ჩემი ძვირფასი ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ესაა ჩემთვის საოცნებო და მაქვს. რა თქმა უნდა კიდევ შევმატებდი რაღაც დეტალებს, უფრო მატერიალურ კეთილდღეობას, რაც ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება და რაც კიდევ უფრო გაალამაზებდა მას.
- წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს არასწორ ნაბიჯად, რასაც შეიძლება სინანულიც უკავშირდებოდეს?
იუმორით გავიხსენებ ამბავს, რასაც ჩემი დიდი სინანული უკავშირდება. პატარა ვიყავი და სურამში ვისვენებდი, ძალიან ახლოს ბავშვთა პანსიონში ბავშვები მშობლების გარეშე იყვნენ დასასვენებლად. ჩვენს ეზოში შემოდიოდნენ ხოლმე. ერთ-ერთ გოგოს თავზე თმა არ ჰქონდა და ამ განსხვავებულობის გამო ისე შევშფოთდი, რომ ეს გოგო ეზოში არ შემოვუშვი. მთელი ცხოვრებაა ამის გამო განვიცდი, ჩემს თავზე ვბრაზდები, გულწრფელად მაწუხებს ეს მოგონება და ჩემო გამოუსწორებელი სინანულია.
წყარო: ჟურნალი „თბილისელები“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რისი სუნი ასდით ბნელ ძალებს და როდის და რატომაა ამჟავებული რძის არომატი ავისმომასწავებელი