Digest Logo

„წავიკითხე, რომ პუტინის გამომცხვარი კადრი და შემოგზავნილი აგენტი ვარ, რადგან რუსეთში დავიბადე და გავიზარდე“ - რას ჰყვება მომღერალი ნათია ზარანდია

1742549513
ნათია ზარანდია

მომღერალი ნათია ზარანდია რომ წარმატებული და საოცრად პოზიტიური ადამიანია, ამაში მისი მუსიკალური საღამოებიდანაც დარწმუნდებით და ამაზე მეტყველებს მისი სოციალური ქსელიც. ბოლო პერიოდი მისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა. 

ნათია ზარანდია: ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. აქამდეც აქტიური ვიყავი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაქტიურდი. ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა. ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და ორი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ისე გამოვიდა, რომ ოპერაცია დღესასწაულად მექცა.  კლინიკაში კონცერტიც მოვაწყვე. 

მიცნეს ექიმებმა, თურმე ჩემი გულშემატკივრები ყოფილან და ოპერაციის მეორე დღეს ჩემს პალატაში დინამიკით შემოვიდნენ, ჩემი სიმღერა ჰქონდათ ჩართული.  მე უკვე კარგად ვიყავი, თვითონაც გაუკვირდათ გაპრანჭული დავდიოდი. დერეფანში შევედი და წურწუმიას სიმღერა შევასრულე. 

- საოცარ კომენტარებს გიწერენ. რა დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად სასიამოვნოდ? 

ძალიან მიხარია, რომ ჩემს საღამოებზე პოზიტივით იმუხტებიან. უკვე მეტსახელად მექცა: „ქალი ცეცხლი“, „ტორნადო“, „ვულკანი“ და ა.შ. 

რაც შეეხება უარყოფით კომენტარებს, ბოლოს წავიკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილის და პუტინის გამომცხვარი კადრი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში დავიბადე და გავიზარდე. წერდა ვიღაც, შემოგზავნილი აგენტიაო.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მოვწონვარ, ყველას ვთხოვ, არ დამიცვათ, არ მინდა...“ - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი

„შევესწარი მამის დაჭრის მომენტს“ - ბავშვობის ტრავმა და ცხოვრების მთავარი პროფესია, რატომ არ უნდოდა მანანა აბრამიშვილს ქალიშვილის მსახიობობა?

🎥 რა გავლენას ახდენს ხედი ფანჯრიდან ჩვენს ჯანმრთელობაზე - ადამიანები, რომლებიც ბუნებას ხედავენ შფოთვასა და სტრესს ნაკლებად განიცდიან