Digest Logo

„ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მოვწონვარ, ყველას ვთხოვ, არ დამიცვათ, არ მინდა...“ - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი

1742547403
ნუკი კოშკელიშვილი

ბოლო დროს სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოსა და ატეხილი აჟიოტაჟის გამო ნუკი კოშკელიშვილს უამრავი ადამიანი გამოესარჩლა. თავად ნუკიმ ამ თემაზე კომენტარი და თავისი მოსაზრება, განცდები საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით იმ დღესვე დააფიქსირა. ამ თემაზე ის საუბარს ერიდებოდა და ამბობს, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ აქვს, არც მისი გულშემატკივრების მხრიდან დაცინვა უნდა, რათა ამით სხვას არ ატკინოს გული და ყველას წარმატებას უსურვებს.

ნუკი კოშკელიშვილი:

მართალია ამ თემაზე საუბარი არ მსურს, თუმცა მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ არავის მიმართ გულში წყენა არ მაქვს, ყველას წარმატებას ვუსურვებ და მინდა ყველა იყოს ბედნიერი. არც ინტრიგებში ჩაბმა მიყვარს, არც შემიძლია, ცუდად გამომდის, რადგან არ არის ჩემი საქმე. მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მოვწონვარ, არ დამიცვათ, არ მინდა. როცა ვხედავ ვიღაც მიცავს, ამით სხვა იჩაგრება.  ეს კი არ მსიამოვნებს და არ მინდა სხვისი დაჩაგვრის მიზეზი გავხდე. ვიცი რა ძნელია, როცა ვიღაცის მიერ დაჩაგრული ხარ და ამას სხვას ვერ გავუკეთებ.

არ დავმალავ, ვიტყვი მტკივა, როცა უსამართლოდ მტკენენ გულს და დილით ახალგაღვიძებულმა სოცქსელში ჩემზე გავრცელებული ვიდეო რომ ვნახე, ვიტირე კიდეც. ასე რომ არ მინდა სხვასაც ატკინონ გული ადამიანებმა. 
შემიძლია ვიღაც არ მომწონდეს, არ მოგწონდეს, მაგრამ სახალხოდ უთხრა არ მომწონხარო, არ მგონია სწორი იყოს. 

ბევრი დადებითი მესიჯი მივიღე, მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ყველას! ნებისმიერი ადამიანის შექება, წახალისება კოლოსალურ ძალას მაძლევს.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შევესწარი მამის დაჭრის მომენტს“ - ბავშვობის ტრავმა და ცხოვრების მთავარი პროფესია, რატომ არ უნდოდა მანანა აბრამიშვილს ქალიშვილის მსახიობობა?

🎥 რა გავლენას ახდენს ხედი ფანჯრიდან ჩვენს ჯანმრთელობაზე - ადამიანები, რომლებიც ბუნებას ხედავენ შფოთვასა და სტრესს ნაკლებად განიცდიან

🎥 როდის უქმნის ახალი კარტოფილი საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას?! - სურსათის ეროვნული ექსპერტის რჩევები