Digest Logo

🎥 „სიმსივნემ დეპრესია დამამარცხებინა!“ - რას ამბობს ხატია ქირია

1720034671

„პანდემიის შემდეგ გამომივლინდა დეპრესია. ღმერთს მადლობა, რომ აქამდე მოვედი. დამეწყო შიშები, პანიკური შეტევები, მომავლის შიში, სად ვიქნებით მომავალში, ღამე მეღვიძებოდა და ვაღვიძებდი ჩემებს, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი ვეძებდი ჩემნაირებს, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ.

ფსიქოლოგთან არ მივედი. ამ სტრესების ფონზე ვიგებ, რომ სიმსივნე მაქვს, ჩამერთო თვითგადარჩენის ინსტინქტი. ვფიქრობდი, რომ უნდა გადავრჩენილიყავი და ამიტომ ვამბობ, რომ სიმსივნემ დეპრესია დამამარცხებინა!“, - იხსენებს ჟურნალისტი ხატია ქირია გადაცემაში „პრაიმშოუ“.