„ეს იმდენად არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი სტუმარია, რომ ვერ გაიგებ.
არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. ოჯახურ ისტორიაში თუ რომელიმე მშობელს, წინაპარს ჰქონდა დეპრესია, არსებობს უფრო დიდი ალბათობა, რომ შთამომავლობაშიც გამომჟღავნდეს.
ერთკვირიან ეპიზოდს, მელანქოლიურ ეპიზოდს დეპრესიას ვერ ვუწოდებთ, რადგან მინიმუმ 2-კვირიანი უწყვეტი ჯაჭვი უნდა იყოს ნეგატიური განწყობისა, რათა დანამდვილებით ვთქვათ, რომ დეპრესიაა.
სოციალური ფაქტორებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უეცრად სამსახურის დაკარგვა, ეკონომიკური სტატუსის გაუარესება, ჯანმრთელობის პრობლემასთან შეჯახებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია“, - ამის შესახებ ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტ ანა არველაძემ გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: