
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“-ს გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა სიუჟეტი ციური ლატარიას შესახებ - ქალზე, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება ხელსაქმეს მიუძღვნა და სიყვარულით გაატარა მასთან 70 წელი.
ციური ლატარიასთვის კერვა მხოლოდ პროფესია არასდროს ყოფილა, ეს მისი სულიერი თავშესაფარია, ის ადგილი, სადაც მან ყველაზე დიდი ტკივილიც გადაიტანა.
„ჩემთვის ეს ოთახი ყველაფერია - ჩემი კარგი და ცუდი მოგონებაც ამ ოთახში მაქვს ჩატეული. ხშირად მარტო მიწევს ყოფნა და ჩემს ფიქრებთან ერთად ვზივარ აქ.
ჩემი ჰობი ეს ხელსაქმეა და მადლობა უფალს, რომ მაჩუქა ეს ყველაფერი და ჩემი დარდი ამ საქმით შემემსუბუქებინა. ინტერესი ამ საქმის მიმართ ყოველთვის მქონდა, ბავშვობიდანვე.
50 წელია, რაც ეს მაკრატელი მემსახურება. ბავშვებისთვის არასოდეს ჩამიცვამს ნაყიდი ტანსაცმელი - ყველაფერს საკუთარი ხელით ვუკერავდი და ყოველთვის განსხვავებული ტანსაცმელიც ეცვათ.
უკრაინაში ჩემ შვილს ბიზნესი ჰქონდა. იქ იყო... დამირეკა მისმა ამხანაგმა და მითხრა, რომ ანევრიზმა დაემართა. ამ ამბავმა კი ჩემი ჯანმრთელობა და ყველაფერი თან წაიღო. ამ ოთხ კედელში კი ჩემს დარდს ვაქსოვ“, - ამბობს ციური ლატარია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
🎥 „ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი“ - როგორ მოვიქცეთ ძლიერი სიცხის დროს?