თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს 2 წლის შვილი დაეღუპა. ცნობილია, რომ მცირეწლოვანი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.
დღეს ნიკოლოზი კოლეგებთან ერთად „იმედის დღეში“ უნდა ყოფილიყო და თუმცა, თანაწამყვანებს გადაცემის წაყვანა მის გარეშე მოუხდათ.
„ჩვენთან მშვიდობა ნამდვილად არ იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ წინა კვირაში, სამივე მხიარულად დავემშვიდობეთ მაყურებელს და იმ ღამეს ასეთ საშინელ ამბავს გავიგებდით, რომელმაც თითოეული ადამიანი შეძრა.
შეიძლება გარედან ჩანს, რომ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა, მაგრამ ასე არ არის. ყველა სიტყვა ისეთი უსუსურია და ისე უხერხულად ჟღერს, არ ვიცი, რა ვთქვა.
ერთადერთი რაც მინდა ვუთხრა ნიკოლოზს არის, რომ როგორც არასდროს ველოდებით სტუდიაში“, - ასეთი ემოციური სიტყვებით დაიწყეს გადაცემა ჟურნალისტებმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇