Digest Logo

„მეჩხუბებიან ხოლმე, შენს თავს მიხედეო. ყველაზე მეტად თანხის დახარჯვა საკუთარ თავზე მენანება“ - რა დამოკიდებულება აქვს ზუკა ხუციშვილს ფულთან

1652088934
ზუკა ხუციშვილი

მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ გულახდილად ისაუბრა და აღწერა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ფულთან.

მისი თქმით, ყველაზე მეტად თანხის დახარჯვა საკუთარ თავზე ენანება, მაგრამ როცა საქმე ოჯახის წევრებს ეხება, ამას სიამოვნებით აკეთებს.

„მეჩხუბებიან ხოლმე, შენს თავს მიხედეო. ძალიან ამპარტავნულად გამომდის, მაგრამ ყველაზე მეტად თანხის დახარჯვა საკუთარ თავზე მენანება.

ჩემს ოჯახის წევრს თუ დასჭირდება, ძალიან მიხარია ამის გაკეთება, მაგრამ ჩემთვის – არა.

როცა რაღაც მაქვს, ერთი ჯინსი იქნება თუ ორი მაისური, სანამ მაქვს, ახალი არ მჭირდება, ეს ჩემთვის ზედმეტია.

მეუბნებიან ხოლმე, წადი და იყიდეო, მაგრამ მირჩევნია, რამე ჩემს მეგობრებს გავუკეთო, ვიდრე მე მქონდეს ზედმეტი, იმდენი, რამდენიც არ მჭირდება…“, - ამბობს ზუკა ხუციშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „სიმღერა ეძღვნება უკრაინელ ხალხს!.. მადლობა, რომ წლების განმავლობაში შვილივით მაცხოვრეთ“ - ოთო ნემსაძის ახალი სიმღერა უკრაინაზე

🔵„ძილის წინ ქვეცნობიერიდან თვითკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერს კარგად გაართვი თავი“ - როგორია ნუკა კვალიაშვილი დედის ამპლუაში

🔵„მაისის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გვაქვს წინ... მატულობს სიკვდილიანობის ტენდენცია“ - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს