Digest Logo

„ძილის წინ ქვეცნობიერიდან თვითკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერს კარგად გაართვი თავი“ - როგორია ნუკა კვალიაშვილი დედის ამპლუაში

1652087767
ნუკა კვალიაშვილი

მომღერალ ნუკა კვალიაშვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. ის ახლახან მესამე შვილის დედა გახდა. როგორც მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, დედის ამპლუა მისთვის სასიამოვნო დაღლას უკავშირდება.

„რომ ვთქვა, სამი შვილის დედობა ადვილია -მეთქი, ალბათ, ვისაც შვილები ჰყავს, გულიანად გაეცინება. რთულია, მაგრამ არსებობს განსხვავება სირთულეებს შორის, არის სასიამოვნო და არასასიამოვნო. ეს არის ყოველდღიურობა, როდესაც შენს მაქსიმუმს დებ დღის განმავლობაში და ძილის წინ ქვეცნობიერიდან თვითკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერს კარგად გაართვი თავი. დაიღალე, გადაიწვი და შეიძლება, ფიზიკურ დაღლას ფსიქოლოგიურიც მოჰყვეს, მაგრამ მაქსიმუმი გააკეთე შენი შვილების კეთილდღეობისთვის.

როგორი ბიჭია ნუკას ქმარი და როგორია თქვენი სიყვარული ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ?

იდეალური მეუღლეა, იდეალური შეგნებით, იდეალური თვისებებითა და იდეალური ადამიანობით. ერთი წლის შემდეგ უფრო გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე მანამდე…“, - განაცხადა ნუკა კვალიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მაისის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გვაქვს წინ... მატულობს სიკვდილიანობის ტენდენცია“ - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

🔵„კანონში თუ არ ჩაგიწერეს, ისე ვერ ხვდებით ვითომ მაგდენს, რომ ექსკურსია საქეიფო და გასალეში ადგილი არ არის? რომ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია?“ - სალომე ბარ­კე­რი

🔵„სკოლაში გვცემდნენ მასწავლებლები, ბიჭებს აპამპულავებდნენ იმის გამო, რომ 14 წლის ასაკში „ქალებში ნამყოფი“ არ იყვნენ, გოგოებს ბოზებს გვეძახდნენ“ - ბაია როსი