მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მერაბ დვალიშვილის წარმატებას ეხმაურება, რომელმაც 18 თებერვალს, ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რაც საბოლოო ჯამში ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.
„არსებობენ ქვეყნის ნამდვილი და მუდმივმოქმედი ელჩები და ეგეთი არის Merab "The Machine" Dvalishvili , არათუ მხოლოდ შესანიშნავი სპორტსმენი, არამედ დიდებული მოქალაქე და პატრიოტი. ვულოცავ მერაბს და დიდი წარმატება Ilia Topuria - ს.
P.S. ხომ არის ხოლმე, რაღაც უცნაური, შეგუებული მიდგომა: სპორტსმენია და ბურთი აგოროს, ან მუშტი მოიქნიოს - მეტი არ ევალება და სხვანი. არა, ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და ამას აკეთებს კიდეც მერაბი“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ
🎥 „ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო“ - მერაბ დვალიშვილის პირველი ინტერვიუ