Digest Logo

„ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს, როცა დედას თვალწინ 2 ანგელოზ შვილს ძაღლი დაუჭამს“ - ოზურგეთში ძაღლმა 2 მცირეწლოვანი დაგლიჯა

1702708182
ძაღლიძაღლი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 წლის და 2,7 წლის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს ქუჩის ძაღლი დაესხა. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭის მდგომარეობა. ის რეანიმობილით ქუთაისშია გადაყვანილი.

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ია ჭარხალაშვილი წერს:

„ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს, როცა დედას თვალწინ 2 ანგელოზ შვილს ძაღლი დაუჭამს, საკუთარი სახლის ჭიშკართან, საკუთარ ეზოში.

ვინაა პასუხისმგებელი, ვინ? რა ჯანდაბა გვჭირს, ადამიანზე მეტი უპირატესობა როგორ მივანიჭეთ ცხოველებს, როგორ შეიძლება ასე არად ფასობდეს ჩვენი სიცოცხლე? მითხარით ახლა რომელიმე ცხოველთა დამცველმა არასამთავრობომ, რომ შვილს გირჩევნიათ მაწანწალა ძაღლის სიცოცხლე!

ამ ანგელოზს რომ ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა შეექმნას (ღმერთმა დაიფაროს), არ ვიცით, რა მოხდება, არ ვიცით, რას მოვიმოქმედებთ!!!

გაგვანადგურა ამ ამბავმა და ვინმემ ყურად იღეთ ეს უბედურება!!!

უფალო,დაიფარე პატარა ლაზარეს სიცოცხლე!!!“, - წერს ია ჭარხალაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მტკივა შვილო! მტკივა უშენობა. შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე?“ - ტარიელ ხარხელაურის ემოციური პოსტი

🔵🎥 „თხოვდები თუ არ თხოვდები, ორივე გიხაროდეს“ - ბაბი კირკიტაძისა და თათა გიორგობიანის სახალისო სიმღერა

🔵როგორ რეაგირებს ჭორებზე, შემთხვევა რომელმაც შეცვალა და რას ნიშნავს ნატალია ყიფშიძისათვის ოჯახი - ბლიცინტერვიუ