„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარი მსახიობი ნატალია ყიფშიძეა, რომელიც ჩვენთან მისი ცხოვრების ბევრ საინტერესო დეტალზე საუბრობს.
➡️ ვინ არის ნატალია ყიფშიძე... მომავალი რეჟისორი, რომელსაც წერა უყვარს.
➡️ სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ… ჩარლიტო (ჩემი კატის ჩარლზ ვოლტერ ყიფშიძის სახელი)
➡️ ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხი… ძალიან ემოციური ვარ და კონფლიქტს თავს ვარიდებ.
➡️ ბავშვობის ოცნება... წიგნი „დავწერე“ რომლის მერთან გაგზავნა მსურდა. დავხატე გეგმა შენობის, რომელშიც უსახლკარო პენსიონერები, ბავშვები და ცხოველები იცხოვრებდნენ.
➡️ ჩემი ოჯახი… ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ გარშემო ვგეგმავ ყველაფერს.
➡️ სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე… ალბათ ის რომ ცნობილ ოჯახში დაბადება გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩემს პიროვნულ განვითარებაში ადგილი არ უკავია. ხშირად ხალხს სტერეოტიპულად ქედმაღალი ადამიანი ვგონივარ. მიხარია, რომ იმედს ვუცრუებ ამ კუთხით.
➡️ არასოდეს მავიწყდება... სიტყვა მადლობა და სიტყვა ბოდიში.
➡️ ბოლოს როდის და რაზე იტირეთ... სპექტაკლ „ბუნკერზე“ ქალის ძალადობის მონოლოგზე.
➡️ საუკეთესო გულშემატკივარი... დედა და ბებიები.
➡️ ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ… ჩემი ყურსასმენები, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სადმე გავიდე, თუნდაც კლუბში.
➡️ კითხვა, რომელიც მაღიზიანებს... დედას უფრო ჰგავხარ თუ მამას?
➡️ ნატალია რით განსხვავდება ნათიასგან? (როლი ბოლო დროის ერთ-ერთ ცნობილ ქართულ სერიალში „ცვალებადი ნიშნები) ... ყველაფრით. ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია ეს პერსონაჟი. ერთადერთი მსგავსება რაც გვაქვს გარდერობია.
View this post on Instagram
➡️ როგორ რეაგირებთ ჭორებზე… ჩემ დროს არ ვუთმობ ნეგატივს. დაბადების წამიდან გავათვითცნობიერე რომ ყველას ვერ ვეყვარები. იყო პერიოდი როდესაც განვიცდიდი და ეს ბუნებრივია, მაგრამ დროთა განმავლობაში ასე ვთქვათ „ანტიდოტი” შევქმენი.
➡️ შემთხვევა, რომელმაც შეგცვალათ?... როდესაც დედა გავხდი: ჩემი კატა ჩარლიტო ხელში ავიყვანე.
➡️რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი… დედამ მითხრა პატარა ასაკში, რომ ცხოვრება ბუმერანგივით არის და არასდროს გავუკეთო ნებისმიერ ადამიანს ის, რაც არ მინდა გამიკეთონ მე. ეს იმდენად პირდაპირ გავიგე, რომ ხშირად ზედმეტად კარგად ვეპყრობი იმ ადამიანებს, რომლებიც, ალბათ, ამას არ იმსახურებენ. ჯერჯერობით, ბალანსის ძიებაში ვარ ამ საკითხში.
➡️წინა რესპონდენტმა „რუსთავი 2“-ის წამყვანმა ავთო გვასალიამ დაგიტოვათ ასეთი შეკითხვა:
შენზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ შეცვლიდი სამყაროს უკეთესობისკენ? - სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება მხოლოდ იმ მომენტში თუ ყოველ ჩვენგანს ექნება სურვილი საკუთარი თავი შეცვალოს უკეთესობისკენ და სხვების შეცდომებსა თუ მორალური განსხვავებულობის განსჯას დროს არ დაუთმობენ.
➡️თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენ შემდეგ სტუმარს… შენი ცხოვრება ფილმი რომ ყოფილიყო, ვინ იქნებოდა რეჟისორი?
🔵 ამავე თემაზე: