Digest Logo

🎥 შესაძლებელია თუ არა ადამიანმა 150 წელი იცოცხლოს? - ინტერვიუ თენგიზ ტყებუჩავასთან, რომელიც ამტკიცებს, რომ რეგენერაციულ მედიცინას ამაზე დადებითი პასუხი აქვს

1789997851
თენგიზ ტყებუჩავა

თენგიზ ტყებუჩავა არის ქართველი მედიცინის დოქტორი (MD, PhD), კარდიოქირურგი და რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტი, რომელიც ცნობილია საქართველოში პირველი რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრის, RegMed Georgia-ის დაარსებით. მას აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო სამეცნიერო და კლინიკური გამოცდილება ევროპასა და აშშ-ში. 

იგი პოდკასტის „ჩერის სივრცე“ სტუმარი იყო, სადაც რეგენერაციული მედიცინის, ღეროვანი უჯრედისა და თვითაღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

როგორც თავად აღნიშნა, რეგენერაციული მედიცინა არის თანამედროვე ბიომედიცინის რევოლუციური მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია ორგანიზმის დაზიანებული ქსოვილებისა და ორგანოების აღდგენაზე, განახლებასა და ფუნქციის დაბრუნებაზე.

ტრადიციული მედიცინისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად მხოლოდ სიმპტომების მართვით შემოიფარგლება, რეგენერაციული თერაპია მიზნად ისახავს პრობლემის ძირეული მიზეზის აღმოფხვრას ორგანიზმის საკუთარი აღდგენითი პოტენციალის გააქტიურებით:

„რეგენერაციული მედიცინა არის მედიცინის მიმართულება, რომლის აზრი არის უჯრედების, ქსოვილების ან მათი ფუნქციის აღდგენა. ეს შეიძლება მოხდეს უჯრედული თერაპიით ან არაუჯრედული თერაპიით, როგორც არის ექსოსომები, გენური თერაპიით, ანუ ბიოინჟინერით, ბიოაგენტებით და სხვა ასეთი აგენტები, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს და უქმნიან პირობებს, რომ აღადგინონ აი, ეს თავისი ფუნქცია და შეავსონ ის დეფექტი, რომელიც მოხდა ორგანიზმში.

რეგენერაციული მედიცინა, არის პირველად ისტორიაში ისეთი მედიცინა, რომლის საშუალებით შეიძლება პრევენცია გავუკეთოთ რომელიმე სერიოზულ დაავადებებს და უნდა აღვნიშნო, რომ ეს ასევე პირველად არის, როცა ჩვენ ვკურნავთ ინტელექტით, იმიტომ რომ ღეროვანი უჯრედები ეს არის ცოცხალი არსება და აქვს თავისი ინტელექტი, მაგას ესმის უჯრედების ენა, იმიტომ რომ უჯრედები ელაპარაკებიან ერთმანეთს. 

ღეროვანმა უჯრედმა გაგვაჩინეს ჩვენ. ანუ, როცა ორი უჯრედი შეხვდა, ქალისა და კაცის, შეიქმნა ერთი უჯრედი, ეს უჯრედი იყო ღეროვანი უჯრედი, მერე მაგან დაიწყო გამრავლება და რაღაც მომენტში დაიწყო მისი გადასვლა ახალ დონეზე, გაჩნდა ახალი ქსოვილები და ასე ვიღებთ ჩვენ ყველანაირ ქსოვილს. ჩვენში არის 200 სხვადასხვა ქსოვილი.

ამის შემდეგ დაიწყეს ზრდა და იბადება ადამიანი, ანუ ეს ქმნის სიცოცხლეს და ეს ავითარებს ამ სიცოცხლეს, იცავს. ჩვენ დამოკიდებულები ვართ ღეროვან უჯრედებზე. ის არა მხოლოდ ქმნის ამ სიცოცხლეს, მაგრამ ასევე ის განაპირობებს ამ სიცოცხლის შენარჩუნებას და განვითარებას. ანუ, თუ ჩვენ მოვაშორებთ ადამიანს ღეროვან უჯრედებს, იგი იცოცხლებს მაქსიმუმ მხოლოდ ერთ საათს. იმიტომ, რომ ამის გარეშე შეუძლებელია, იზრდება ჩვენი თმა, იზრდება ჩვენი ფრჩხილები, კანი, შენაცვლება ხდება სხვადასხვა ქსოვილების და ერთ წუთში კვდება 300 მილიონი უჯრედი. 

ეს არის საშენი მასალა. ამ მასალისგან შეგიძლიათ ნებისმიერი ქსოვილის შექმნა.

ქრონიკული ანთება იწვევს უჯრედების დაბერებას და სიკვდილს. ეს არის მთავარი ფაქტორი. 

ჩემთან მოდიან უცხოელებიც და ქართველებიც, რომლებიც მეუბნებიან: „ვხვდები, მჭირდება მეტი ღეროვანი უჯრედები“. ამ დროს ხდება ინფუზია, ამ ღეროვანი უჯრედების გადასხმა, ისინი გრძნობენ თავს უკეთესად ამის შემდეგ. ინფუზია არის ინტრავენური.

შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ჯანმრთელობის გამოკვეთილი რომელიღაც დაავადება, არ ჰქონდეს ტკივილები, მაგრამ ხდება პრევენცია. მე თვითონაც ვისხამ. გააჩნია რამდენი წელი გინდათ იცოცხლოთ, გამოთვლილია თუ თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ, რომ აი, თქვენ გინდათ იცოცხლოთ 150 წელი, ეს შესაძლებელია“, - ამბობს თენგიზ ტყებუჩავა.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შემოდგომის ბუნიობა და მოსავლის აღების ხანა“ — ანზორ ოდიშარიას კვირის პროგნოზი და რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებს

🎥 „შემწვარი თევზი გავაკეთე თაფლში...“ - გია ჯაჯანიძის კულინარიული ექსპერიმენტები და ლევან კობიაშვილის რჩევები

🎥 „ჩვეული ფორმით მოვიფიქრე, რომ დესერტები მეჩუქებინა და გამოველაპარაკე...“ - ლევან კობიაშვილის სიყვარულის ისტორია