Digest Logo

🎥 „შემწვარი თევზი გავაკეთე თაფლში...“ - გია ჯაჯანიძის კულინარიული ექსპერიმენტები და ლევან კობიაშვილის რჩევები

1789978132
ლევან კობიაშვილი

გიორგი ჯაჯანიძე წლებია საავტორო გადაცემის „სხვა რაკურსის“ წამყვანია, თუმცა პარალელურად გადაცემის „ჩვენი ოჯახის“ თანაწამყვანიც გახლავთ. 

გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ სტუმრად შეფმზარეული ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რჩეულზე იქორწინა.

პირად ამბებთან ერთად გია ჯაჯანიძემ კულინარიის ექსპერტს კერძებთან დაკავშირებული კითხვებიც დაუსვა და საკუთარ ექსპერიმენტებზე ისაუბრა:

„ისეთ უცნაურ ექსპერიმენტებს ვატარებ ხოლმე. აი მაგალითად: შემწვარი თევზი გავაკეთე თაფლში. აი კიდევ: ლობიო შევკმაზე ჟოლოთი, ვერ აღგიწერთ ისეთი გემრიელი იყო. ტვინმა მითხრა, რომ დამემატებინა, გაყინული ჟოლო მქონდა. საოცრად გემრიელი იყო. წიწიბურა მოვხარშე ქლიავის ჩირთან ერთად. პირველად ვხედავ ასეთ პროფესიონალ ადამიანს და მისი აზრი მაინტერესებს“, - ამბობს გია ჯაჯანიძე.

ექსპერიმენტებთან დაკავშირებით ტელეწამყვანს რეკომენდაცია ლევან კობიაშვილმაც გაუზიარა:

„რაღაცები უნდა სცადოთ, ყოფილა ისტორიის განმავლობაში ბევრ შეცდომას კარგი შედეგი გამოუღია. სიტყვაზე დარჩა წვენი და მიხვდა რომ უნდა დადუღდეს, შესქელდა სითხე. ამიტომ ბევრი შეცდომიდან იბადება სიახლეები და შესაძლოა ისეთი უნიკალური იყოს, რომ თაობებს დარჩეს“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვეული ფორმით მოვიფიქრე, რომ დესერტები მეჩუქებინა და გამოველაპარაკე...“ - ლევან კობიაშვილის სიყვარულის ისტორია

🎥 „ფარული ჭორები, გადაჭარბებული ილუზიები...“- შემოდგომის ბუნიობა, სასწორის სეზონი და სავსე მთვარე ვერძში: მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕ მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიახლეები ურთიერთობებში და განსხვავებული ეტაპი კარიერაში - როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის