შემოდგომის ბუნიობა, ნამოქმედარის შედეგების შეჯამება და ენერგეტიკული გარდატეხის პერიოდი - ასტროლოგმა ანზორ ოდიშარიამ მიმდინარე კვირის ვარსკვლავური განლაგებისა და ზოდიაქოს ნიშნების მოსალოდნელ ტენდენციებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ეს არის „მოსავლის აღების“ ხანა, სადაც თითქმის ყველა ნიშანს ექნება აფორიაქების ეპიზოდი, თუმცა სწორი ფსიქოემოციური განწყობითა და შეცდომების გამოსწორებით შესაძლებელია სიუხვისა და ჰარმონიის მიღწევა.
ასტროლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას 23 სექტემბრის შემოდგომის ბუნიობაზე ამახვილებს და საზოგადოებას ბარაქისა და მადლიერების რიტუალების ჩატარებისკენ მოუწოდებს:
„შემოდგომა არის პერიოდი, რომელიც გავლენას ახდენს მთელ წელზე. კითხვას სვამს, რა იყო ისეთი, რაც შეაგროვე და რასაც იღებ, არის შენი მოსავალი. იქნება ბედნიერება და სიუხვე, თუმცა არის ჩვენი ნამოქმედარის შედეგები. თუ ჩვენ ნეგატიური ფიქრებით ვმოძრაობთ, უნდა დავფიქრდეთ, რა შეგვეშალა და უნდა გამოვასწოროთ. თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს ექნება აფორიაქების ეპიზოდი.
ცეცხლის ნიშნები:
♈ ვერძი
ვერძი არის ძალა, რომელიც მიმდინარე კვირაში აფრქვევს სიყვარულს და სჭირდება ბალანსი, რადგან არ დაირღვეს ბალანსი. ასევე იპოვოს საკუთარი თავი. რადგან ემოცია თავად არ გახდეს. უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: ძირითადად უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობებს.
♌ ლომი
ძალიან ძლიერი სასიცოცხლო ენერგია აქვთ მიმდინარე პერიოდში, მატულობს ძალა. კარგი იქნება გადაანაწილოთ ვალდებულებები და გეგმები. არ არის აუცილებელი ყველაფერი ერთ დღეს მოხდეს. სწორად გაანაწილეთ ფინანსებიც.
♐ მშვილდოსანი
ყველაზე დიდ თავგადასავალში იმყოფებით, თავბრუდახვევას გრძნობთ კარიერაში და სასიყვარულო ურთიერთობებში. ნუ გაგიჩნდებათ იმ ვალდებულებების მიმართ შიში, რაც ბუნებრივად ხდება ყველას ცხოვრებაში. მაქსიმალურად იაქტიურეთ.
მიწის ნიშნები:
♑ თხის რქა
განსაკუთრებით აქტიურია და მზაკვრული გეგმები აქვს. ყველაზე საშიშია ამ დროს თხის რქა. სამართლიანი, პრინციპული და ქაოსურია. თქვენი პერიოდია. მიაქციეთ ყურადღება კუნთებს და ძვლოვან სისტემას. სტრუქტურული ცვლილებების დროა. ახლებურად დაინახავთ მომავალს.
♍ ქალწული
აქვთ სასიამოვნო და სასიხარულო პერიოდი, ეს კიდევ მათ შემთხვევაში იშვიათი შემთხვევაა. ემოციები, განცდები და ძალა ძლიერს ხდის მომავალს. ექნებათ ბევრი შენაძენები და მყარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ტკბებიან ახალი იდეებით და განცდებით.
♉ კურო
გაფრთხილება: მიაქციეთ სხეულს ყურადღება. კანს, ძვლებს და ტრავმებს. თუ ამ ერთ კვირას სწორად წარმართავთ, ნაკლები იქნება თავდასხმები სამომავლოდ. მნიშვნელოვანია სტაბილურობა, მეტი შრომა და ზრუნვა მოგიწევთ. მოერიდეთ დაპირებებს, როგორც პირადში, ისე კარიერული კუთხით.
წყლის ნიშნები:
♓ თევზები
გაქვთ ნორმალური პერიოდი. ენერგიის აღდგენა და დაბალანსება კიდევ გრძელდება. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში სიმშვიდის გრძნობა ძლიერდება.
♋ კირჩხიბი
თქვენი ემოციური ნაწილი არის ვულკანური ამოფრქვევის ეტაპზე. ამიტომ მათ ნათესავებს ნუ ეწყინებათ, ისინი ზიანს მიაყენებენ გარშემომყოფებს.
♏ მორიელი
პარტნიორული, სექსუალური, სასიყვარულო ურთიერთობების მიმართულებით არის განსაკუთრებული ყურადღება საჭირო. არ მოხდეს გადაძაბვა და გამოქექვა შემაწუხებელი ამბების. ყურადღება მიაქციეთ შენაძენებს, შეგიძლიათ ემოციურად იმოქმედოთ ყველაზე.
ჰაერის ნიშნები:
♊ ტყუპები
თქვენი სიკეთე გრძელდება. ეს პერიოდი აისახება ყველა მიმართულებაზე. აკრძალულია პირობების გაცემა და პასუხისმგებლობების აღება.
♎ სასწორი
ძალიან სახასიათო ნიშანია ამ პერიოდში. როცა თითქოს ენერგეტიკულად ნამდვილად მათი პერიოდია. სასიცოცხლო ენერგია თითქოს რიგზეა. მათ ყველაზე მეტად ეს ფერები და წელიწადის ეს დრო უყვართ. ისინი უფრო მშვიდები და ძლიერები ხდებიან. პროდუქტიულია ენერგიები. ყველა სფეროში შეგიძლიათ წარმატების მიღება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
♒ მერწყული
აგრესიული, ენერგიული და შარმიანია. სიცოცხლე სწყურიათ. განთავისუფლდით მარწუხებისგან. მოდის პოზიტიური პერიოდი.
რეკომენდაცია 23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაზე: ხორბალი უნდა შემოყაროთ სახლში ბარაქისთვის. ჩვენ მოსავალს, სიკეთეს და ენერგიებს გამოვდებთ სუფრაზე. იქნება ხილი თუ მიღწევები. მთავარი არის, ის რომ შენი შედეგები და მიღწევები დაინახო, ამით კი მადლობა გადაუხადო სამყაროს“, - აღნიშნა ანზორ ოდიშარიამ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: