გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: