18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ქართველი მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილი ქალის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სტატუსს აქვეყნებს:
„ღმერთმა მიუტევოს ამქვეყნიური ცოდვები და გაანათლოს იმ ქვეყანაში! ამინ
არ მესმის, რატომ აპოლიტიკურებთ ამ შემზარავ მკვლელობას! დარწმუნებული ვარ დამნაშავე, კანონის სრული დაცვით, მკაცრად დაისჯება!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელის თხოვნას აპირებდა“ - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები?