Digest Logo

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

1726726455
კესარია აბრამიძე

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია აბრამიძის მეგობარი, ზიზი ტატიშვილი მისი გაცნობის ისტორიას იხსენებს და მას ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„21 წლის წინ სალონში შემოვიდა ლამაზი დედა-შვილი- გოგონა ჟღალი წითური თმებით მომღიმარი სახით და მე მიკითხეს! მაშინ გავიცანი კესუნა- ასე ვეძახდი.- იმასაც ჰქონდა ჩემთვის სახელი.

ინტერესიანი, გონიერი გოგო რომელსაც კომპლექსი არ ჰქონდა. თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული. საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი. დედამ ჩამაბარა და მითხრა- ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ.. ძალიან თბილია და შეჩვევა იცის, ვიცი რომ მიმიხედავთ! 

მის მერე ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა. დედიკოს მეძახდა. პირველი ღრუბელიანი ბუზგალტერი რომ ვაჩუქე ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს!

ოპერაციის მერე დამირეკა- მტკივა და მომაკითხეო! !ყველაფერი მისი მიხაროდა. რამდენიმე დღის წინ მომწერა გულები გამომიგზავნა და მითხრა რომ ვენატრები! 
კესუნა ძალიან მტკივა!.. რა ცხოველმა გაგიმეტა ასე ჩემო ღიმილიანო და თბილო გოგო!!
ძალიან მომენატრები!.. ყველასგან გამორჩეულო და ნიჭიერო ადამიანო!!

სურათებზე კესოს დედაა და კესო ჩემთან სალონში გადაღებული სხვა მოსწავლესთან ერთად. ასეთები იყვნენ რომ მოვიდნენ ჩემთან“, - წერს ზიზი ტატიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„კესო ჩვენი მეზობელი იყო, ხშირად მხვდებოდა, ბოლოს აფთიაქში შემხვდა… რიგში ვიდექით ერთად, პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა და ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო“ - რას წერს ელენე ნანობაშვილი?

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?