Digest Logo

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

1659717098
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს.

აზარაშვილის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბარში.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე 1997-2001 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობისა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში - მინისტრი.

2013 წლის 7 თებერვლიდან გამყრელიძე არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

გამყრელიძეს ეკუთვნის შრომები ჯანდაცვის ორგანიზაციის, სამედიცინო განათლების, აქტუალური სამეცნიერო საკითხებისა და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების შესახებ.

2002 წელს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ამირან გამყრელიძეს თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შემოვიდნენ „მოკრძალებით“, უკრაინისდროშიანი პინებით და სამაჯურებით - მერე ნელ-ნელა მშობლიური ენაც ამოიდგეს, წელშიც გასწორდნენ, სერვისიც დაიწუნეს, ხმასაც აუწიეს“ - ბუბა კუდავა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე

🔵„დღეს მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„პატარა ქერა ბავშვმა რუსულად მიმართა 6 წლის გოგონას - ბავშვმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო, ბებიამისმა რომ განწირული ხმით შეჰყვირა: არ დაელაპარაკო რუსულად!!“ - ლიზა ვადაჭკორია