
ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა 10 სექტემბერს 32-ე ცხედარი იპოვეს. შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ცხედარს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში მიაკვლიეს.
შოვში დაღუპული ზაზა მესხის ყოფილი ცოლის, სინტა დეპონტის ცნობით, ბოლოს ნაპოვნი ცხედარი ერთ-ერთია ზაზა მესხის შვილთაგან.
ამ დროისთვის, გრძელდება ერთი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები, რომელიც ზაზა მესხის შვილია.
ცნობისთვის, ზაზა მესხი და მისი ერთი ვაჟი 9 სექტემბერს თბილისში დაკრძალეს.
„დღე 39.
ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს: ორი ბოლო დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, ან ჩემი ყველაზე პატარა ან (ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით) Alina -ს ვაჟია.
დნმ-ის ანალიზი რამდენიმე დღეში გვეტყვის“,- წერს სინტა დეპონტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმს აამოქმედებს
🔵 „ჩემი ღმერთები არიან, მაგრამ მათთან ეს არასოდეს წამომცდება…“ - მომღერლის ემოციური პოსტი შვილებზე