Digest Logo

„ჩემი ღმერთები არიან, მაგრამ მათთან ეს არასოდეს წამომცდება…“ - მომღერლის ემოციური პოსტი შვილებზე

1694442032

მომღერალი ნინო ბაშარული საკუთარი შვილების და მათთან ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მის თქმით, ის ჩვეულებრივი დედაა, რომელიც სხვა დედების მსგავსად თავად უმზადებს შვილებს საკვებს, აცილებს სკოლაში და მძინარეებს, ჩუმად კოცნის ლოგინში.

„მე ჩვეულებრივი დედა ვარ… ჩემ შვილებზე თავად ვზრუნავ, ვცდილობ, გემრიელი კერძები გავუმზადო ხოლმე, სასწავლებელში მე ვაცილებ და ზურგს უკან ლოცვას ვაყოლებ.

ვერ ვეგუები, როდესაც დიდი ხნით სხვაგან რჩებიან.

მიყვარს, როდესაც მათ საძინებელში შევიპარები და მძინარეებს საფეთქლებს ვუკოცნი… მათი სუნთქვის მოსმენა ჩემთვის ყველაზე ლამაზი მუსიკაა.

უმცროსს ხშირად ვუკითხავ ხოლმე წიგნებს, რადგან თვითონ დიდად არ უყვარს კითხვა, ხშირად ვუმეორებ, რომ მოვა დრო და კითხვა საოცრად შეუყვარდება…

შვილები ჩემი ღმერთები არიან, მაგრამ მათთან ეს არასოდეს წამომცდება…

ისინი ჩვეულებრივი შვილები არიან, ჯიუტები, იშვიათად მიჯერებენ, მაგრამ ყოველთვის მისმენენ, რადგან ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ყოველთვის.

არცერთი არ მიცემია არასდროს.

როცა ვამბობ, რომ შვილები ჩემი ღმერთები არიან, აქ ვგულისხმობ ჩემს შინაგან დამოკიდებულებას და სიყვარულს მათდამი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს რომ ვეკამათო და გავუბრაზდე მათ, როცა საჭიროდ ჩავთვლი…

და კიდევ, ისინი ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები არიან… მათთან მე ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს.

მე ჩვეულებრივი დედა ვარ. რაც დავწერე, ესეც ჩვეულებრივი ამბებია…“ - წერს მომღერალი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „უნდა გაიწმინდოს ფეხბურთი ნაცნობობა-ნეპოტიზმი-აღებ-მიცემობისგან“ - გოგა ჩანადირი საქართველოს ესპანეთთან მარცხს ეხმაურება

🔵 „როდესაც ეკლესიაში ორი კუბო შემოიტანეს, დიდი და ოდნავ პატარა, მაშინ მივხვდი, კარგია, რომ ერთად არიან“ - ზაზა მესხის ყოფილი ცოლი ემოციურ წერილს აქვეყნებს

🔵 „სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს“ - თემურ მღებრიშვილი