ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ყოველთვის ახერხებს, რომ გულშემატკივრები საკუთარი სტილით და ქალურობით მოხიბლოს.
მოდელი ამჟამად მესამე შვილის მოლოდინშია.
ჯანეტ ქერდიყოშვილი გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარი იყო, სადაც დედობაზე, გამოწვევებსა და მოლოდინებზე ისაუბრა:
„დედობა ჩემთვის ბედნიერებაა, თითქოს ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ვოცნებობდი, ვყოფილიყავი დედაჩემისნაირი. როცა თავადაც დედა ხდები, სხვანაირად უყურებ დედის ქმედებებს. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს პატარებს სიყვარულის, სითბოს გამოხატვის სწორი ფორმა ვასწავლო.
2019 წლიდან, როცა ანა გაჩნდა, იქიდან ვარ სრულყოფილად ბედნიერი.
მესამე შვილს ველოდები, ვაკვირდები კვებას. 6 თვემდე ლილიზე მოვიმატე, მერე გავჩერდი.
ღმერთმა ქნას, ყველა დედას დამხმარე ჰყავდეს, თუნდაც დედის სახით, ჩვენს შემთხვევაში დედა იყო დამხმარე და ლილის შემთხვევაში მარიკა. ანა დიდხანს მყავდა ბუნებრივ კვებაზე, ღამე არ გვძინავს ამ დროს, მახსოვს დილით, 7 საათზე შემოდიოდა და მიჰყავდა ანა დედას“, - ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი სიყვარულები, მიყვარხართ“ - მარიამ ელიეშვილის ოჯახური კადრები