მას შემდეგ, რაც მომღერალი მარიამ ელიეშვილი დედა გახდა, სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს შვილის უსაყვარლესს კადრებს, რომელიც გამომწერებისგან კომპლიმენტებს იმსახურებს.
ამჯერად, მარიამმა ქმარ-შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გაავრცელა:
„ჩემი სიყვარულები, მიყვარხართ“, - წერს მარიამ ელიეშვილი.
ცნობისთვის, პატარა საბა უკვე ერთი წლისა. მარიამ ელიეშვილის მეუღლე კი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია.
აი, რას ამბობდა მომღერალი შვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში:
„ძალიან ხალისიანი, ღიმილიანი და პოზიტიური ბავშვია, ხელოვნებაც ძალიან უყვარს და ურთიერთობებიც. მასთან მოსვლა ყველას ძალიან უხარია, რადგან ყველას კარგად ხვდება, უცხოობა არ ახასიათებს. უკვე მეშვიდე თვეშია და ყველაფრით ინტერესდება, მუდმივად მოძრაობაშია“, - ამბობდა მარიამ ელიეშვილი.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: