Digest Logo

🎥 „სტამბოლის აეროპორტში ვარ მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, თბილისში ვბრუნდებით“ - კახა კალაძის ვიდეომიმართვა

1772606375
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ცოლ-შვილთან ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე დუბაიში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

იგი ოჯახთან ერთად უკვე სტამბოლშია და მალე თბილისში იქნება. 

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა:

„გადავწყვიტე, ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი ინტერესდება, როგორ ვარ, სად ვარ, როდის ვბრუნდები თბილისში. ახლა სტამბოლის აეროპორტში ვარ მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად და თბილისში ვბრუნდებით.

ახლო აღმოსავლეთში მძიმე სიტუაციაა. ვიცი, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში, რისთვისაც პრემიერ-მინისტრს დიდ მადლობას გადავუხდი. ვისაც დაბრუნების სურვილი გაქვთ, საქართველოს საელჩოს უნდა მიმართოთ და ისარგებლეთ აღნიშნული შესაძლებლობით. ფრენები არის მასკატიდან, სადაც მოხვედრა მანქანით არის შესაძლებელი, გზა არის უსაფრთხო. ჩვენ ერ-რიადში გადავფრინდით, საიდანაც სტამბოლში ჩავფრინდით და დღეს ღამე თბილისში ვიქნებით. მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს!“, - ამბობს კახა კალაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის გაზაფხულის პირველი კვირა განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდება

„კოლექტიური ენერგოველი ქმნის ამ ომებსაც და ზუსტად იქამდე იქნება სანამ ახალი სისტემით არ გაიღვიძებ“ - ლევან მათითაშვილი

🪄 სიყვარულის რიტუალი: ილუზია რომელიც ძვირი ჯდება... - „ სხვისი სულის დატყვევების მცდელობა ისევე მუშაობს, როგორც ვინმეს ფიზიკურად დაბმა და იძულება“