Digest Logo

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო

1729595602
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ.

ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „იან დე ნული“ ახორციელებს. სამუშაოების პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.

ამასთან, პროექტის პირველ ფაზაზე, მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სოფი ლორენის ქართველი რძალი და მისი რჩეული ბულგარული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა - „ჩვენი სიყვარულის ისტორია აგრძელებს მოგზაურობას“

🎥 „სიყვარულის და ტკივილის დამარცხების სიმბოლო ხარ“ - სოცქსელში დათი ქოქრაშვილის ახალი კადრები გავრცელდა

🎥 „ჩემთვის შეარჩია ეს სიმღერა, მე მომერგო და ძალიან მომწონს“ - როგორია „საბავშვო ევროვიზია 2024“-ის მოლოდინები და როდის შეძლებს გულშემატკივარი მხარდაჭერას