მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში დღეს ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.
ფიგურულ ციგურაობაში გამოსვლები 22:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვას ანგარიშზე 71,77 ქულაა და მეექვსე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით ყინულის მოედანზე მე-19 ნომრად გამოვა.
აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს. შეჯიბრებაზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა – მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები