
მომღერალი ზურა ხაჩიძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და მამობაზე ისაუბრა:
„ქალბატონები უფრო მეტად შეიგრძნობენ ახალი სიცოცხლის დაბადებას. კაცები შედარებით გვიან აღიქვამენ ამ სიხარულს. გვიან გვეწყება პასუხისმგებლობა და ჩართულობა შვილების აღზრდის. განსაკუთრებით გოგოები არიან მამებისკენ. მე არ ვიცი რა სიყვარულია ბიჭის, ძალიანაც მინდოდა და მეგონა კიდეც რომ ხათუნა ბიჭს გამიჩენდა.
მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ რადიკალურად ჩარევის მის ცხოვრებაში და დავუმახინჯო. პირადულზეც მიყვება ხოლმე, შეიძლება რაღაც კეთილი რჩევა მისცე და მკაცრიც იყო, თუმცა ეს სიმკაცრე ნორმაში უნდა ჯდებოდეს. მის ხასიათში ცვლილება არ უნდა შეიტანო. მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყო როგორ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, სანამ საშუალება იყო ეკლესიაშიც დამყავდა, ეზიარებოდა კიდეც, საერთო მოძღვარი გვყავს. როგორც კი მივიდა იმ ასაკამდე, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს წავა თუ არა ეკლესიაში, ჩავთვალე რომ აღარ ჩავრეულიყავი და არ დამეძალებინა.
მადლობა ღმერთს თვითონ დადის და უფალთან საუბრობს.
ანასტასიას ბავშვობიდან არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა და ვაძალებდით ხოლმე. ძალიან აღიზიანებდა, რომ ცნობდნენ ქუჩაში. არ უყვარდა საჯაროობა. არაჩვეულებრივი სმენა აქვს და სასწაულად მღერის, თუმცა განათლება აირჩია და ახლა ინგლისში სწავლობს“, - ჰყვება ზურა ხაჩიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წმინდა ნიკოლოზს შევავედრე ხათუნას დაფეხმძიმება...“ - რას ჰყვება ზურა ხაჩიძე ქალიშვილზე?
🎥 „პირველად ვხვდები ბაბუა“ - ზურა მანჯავიძე შვილიშვილის მოლოდინშია