
მომღერალი ზურა ხაჩიძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ქალიშვილზე ისაუბრა და გაიხსენა მისი დაბადების პერიოდი:
„ხათუნამ ცოტა დააგვიანა დაფეხმძიმება. ნიკოლოზობა იყო და ეკლესიაში ვიყავით მე და გელა გნოლიძე ერთად წირვაზე წასულები. ტელეფონი მირეკავს და ხათუნაა. თავიდან გავუთიშე და მივწერე რომ მერე დავურეკავდი. მითხრა, რომ ფეხმძიმედ დავრჩიო. ვუთხარი - აუცილებლად ბიჭი იქნება, რადგან წმინდა ნიკოლოზს შევავედრე, რომ დაფეხმძიმებულიყავი, თუ დაიბადა აუცილებლად ნიკოლოზს დავარქმევ-მეთქი.
დაიბადა ანასტასია და უღრმესი მადლობელი ვარ ღმერთის.
ალბათ მამები მეტად გრძნობენ სითბოს არ ვიცი. დედა და მამა გაშორებულები იყვნენ, გამზარდა ბებიამ და ყოველთვის მაკლდა სითბო. მეტი სიყვარულს ალბათ გოგონასგან უფრო მივიღებდი. ყველაფერი კანონზომიერია ბუნებაში. არაჩვეულებრივი ბავშვია, არა იმიტომ რომ ჩემია. მადლობა წმინდა ნიკოლოზს და ხათუნას ასეთი შვილისთვის“, - ჰყვება ზურა ხაჩიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველად ვხვდები ბაბუა“ - ზურა მანჯავიძე შვილიშვილის მოლოდინშია