Digest Logo

„მორიგი სირცხვილი გვაჭამა „ბათუმის დინამომ“ - რას წერს გოგა ჩანადირი

1721903697
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ აკრიტიკებს.

როგორც ჩანს გოგა ჩანადირის კრიტიკა გუნდმა, ახლახან „დეჩიჩთან“ გამართული მატჩის შედეგის გამო გამოიწვია.

„უთავმოყვარეო და უნამუსო გუნდია „ბათუმის დინამო“ და უთავმოყვარეო და უნამუსო ხელმძღვანელობაც ჰყავს.
ასეთი გულშემატკივრები გყავდეს, ასეთი სტადიონი გქონდეს, ასეთი სპონსორები გყავდეს და პირველ წრეებსაც კი ვერ გადიოდე ევროთასებზე, უბრალოდ, უნდა ადგე, გუნდი დატოვო და გზა იმ ხალხს დაუთმო, ვინც შენზე უკეთესად აკეთებს საქმეს და თან, კეთილსინდისიერად.

ის, რომ ასე უღირსი შედეგები გაქვს, ესე იგი, საქმეს არასწორად, ძალიან ცუდად და არაპატიოსნად აკეთებ.
მორიგი სირცხვილი გვაჭამა „ბათუმის დინამომ" დღეს - შინ „დეჩიჩთან“ 2:0 წააგო და წააგო გუნდთან, რომელმაც თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის პირველ წრეში 3:0 წააგო.

ანუ, ბათუმმა ბანძ გუნდთან წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად უარესი ბანძია.

პირობას ვდებ, რომ ამ და „თბილისის დინამოს“ თამაშებს აღარ ვუყურებ, ვიდრე ეს ხელმძღვანელობა ჰყავთ და ვიდრე ასე სამარცხვინოდ და უთავმოყვარეოდ თამაშობენ ფეხბურთს.

სხვას ვერაფერს ვფიქრობ, გარდა იმისია, რომ ორივე დინამო კორუფციაში, თაღლითობაში, არაპროფესიონალიზმში იხრჩობა. სირცხვილი თქვენ!“, - წერს გოგა ჩანადირი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არც ერთი წაკითხული ლექსი ჩემამდე ვერ მოვიდა... გავაჩეროთ რა გადაცემა... ვპატიჟებ დასალევად გვერდით“ - დაპირისპირება „პრაიმ შოუში“

🎥 „გამიყვია თავი საოპერაციოდან, რომ ნაპასი დამერტყა... როდესაც ეკრანზე გამოვჩნდი 128 კილო ვიყავი...“ - ოთარ ტატიშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესზე

⭕ გავრცელებული ცნობით, თელავში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს