თბილისის ვაკის მაცხოვრის ტაძრის დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ, „სარკეს“ გაუზიარა თავისი ცხოვრების უძვირფასესი მომენტები, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს უკავშირდება.
„საოცარი ის იყო, რომ შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალიც დაახამხამა. როგორც წესი, აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ. წესით, არაფერი არ უნდა იგრძნო. ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე, დაახამხამა მაგ დროს. ისეთი სიმშვიდე და ძალა მოდიოდა მისგან, საოცარი…
პარაკლისის დროს ვიგრძენი, რომ პატრიარქი გადიოდა ამ ქვეყნიდან. როგორც კი ეს განცდა გამიჩნდა, მაშინვე რეანიმაციისკენ წავედი. რომ შევედი, ძალიან დამძიმებული იყო და ბოლო წამები მასთან ერთად გავატარე…“, - იხსენებს მამა შალვა კეკელია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: