ახალი ანგარიშის თანახმად, Apple ტანსაცმლის დამკეცავ რობოტზე მუშაობს. კომპანია საკმაოდ დიდ გამოწვევას შეეჭიდა, რადგან ქსოვილებთან მუშაობა რობოტული ტექნოლოგიებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
მოწყობილობამ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის სამოსის ამოცნობა, მისი სწორად აღება და დაკეცვა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ტექნოლოგიური გიგანტი, სხვა რობოტული მოწყობილობების შექმნასაც განიხილავს, მათ შორისაა ბორბლებიანი რობოტი, რომელიც მომხმარებელს ოთახიდან ოთახში გაჰყვება და სახლისთვის განკუთვნილი მფრინავი მოწყობილობაც ერთ-ერთი მათგანია ამ ჩამონათვალში.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის წარადგენს კომპანია მსგავს მოწყობილობებს, თუმცა მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია და შეიძლება სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ სახლებში რობოტებმა იპარპაშონ და ერთმა ტანისამოსს მიხედოს, მეორემ სახლი დაალაგოს, მესამემ ჭურჭელი გარეცხოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 Met Gala 2027-ის თემა შეიცვალა - ახალი კონცეფცია მოდასა და ხელოვნებას შორის კავშირს იკვლევს
⭕10 ნოემბერი: ძველი სცენარების გადაფასება და ახალი შესაძლებლობების მიღება - ასტროლოგიური პროგნოზი
⭕„მავნე ჩვევების მოშორება, განქორწინება, დასვენება...“ - 10 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით