„უდინეზემ“ გიორგი ჩაკვეტაძის წარდგენის ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა მედიის კითხვებს უპასუხა. მასთან ერთად პრესკონფერენციაზე იყვნენ კლუბის წარმომადგენლებიც:
„ძალიან ბედნიერი ვარ „უდინეზეში“ გადმოსვლით და მიხარია, რომ იტალიაში ვითამაშებ. სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. „უდინეზე“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია და მის ნაწილად ყოფნა დიდი პატივია.
ჯანლუკა ნანიმ უდინეზეზე ბევრი კარგი რამ მომიყვა. მითხრა, რომ ეს ნაბიჯი ჩემს კარიერას ძალიან წაადგებოდა. „უოტფორდს“ საუკეთესოს ვუსურვებ, შესანიშნავი გუნდია და იმედი მაქვს, პრემიერ ლიგაში დაბრუნებას შეძლებენ.
ყველაზე მეტად „ათიანის“ პოზიციაზე თამაში მიყვარს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში „რვიანადაც“ შემიძლია თამაში.
რეაბილიტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს, მალე სირბილსაც დავიწყებ. იმედი მაქვს, რამდენიმე კვირაში უკვე გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშსაც შევძლებ.
ძალიან მომწონს ძანიოლო, ტექნიკური ფეხბურთელია. ასევე სოლე, რომელიც ძლიერი მცველია.
სერია A? ვფიქრობ, ძალიან ტაქტიკური ჩემპიონატია. აქ გადმოსვლამდე სერია A-ს ბევრი მატჩი ვნახე. აქ თამაში მარტივი არ არის, გუნდები ხშირად დაბალი ბლოკით და ხუთმცველიანი სისტემით იცავენ თავს. როგორც შემტევი ფეხბურთელისთვის, ეს საინტერესო და ამავდროულად დიდი გამოწვევა იქნება“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გარუჯვა ზედა საცურაო კოსტიუმის გარეშე?
წყარო: lagazzetta.ge