Digest Logo

„არ გაქვს გამოცდილება, ნუ ჩამოხვალთ. იბრძოლეთ მანდ, რუსებს რომ გვისახლებენ იმათ წინააღმდეგ...“ - ვანო ნადირაძე უკრაინიდან

1647774672
ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი - ვანო ნადირაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს. ამბობს, რომ ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ, უკრაინა-რუსეთის ომში არ უნდა ჩაებან.

„ვიცი, რომ ბევრია, ვისაც აქ ჩამოსვლა გინდათ, ვაჟკაცები ხართ, უშიშრები, მაგრამ ცემი თხოვნაა, თუ გამოცდილება არ გაქვთ, ნუ ჩამოხვალთ!!!

ეს ის ომია, რომელიც ფილმებშიც კი არ გაქვთ ნანახი ბევრს!!!

არ გაქვს გამოცდილება, ნუ ჩამოხვალთ!!! ოცი წლის წინ სადღაც ჯარში იმსახურე, ნუ ჩამოხვალ!!!

იბრძოლეთ მანდ, რუსებს რომ გვისახლებენ იმათ წინააღმდეგ.

ხოლო თაღლითებს, ვისაც სელფი გინდათ ფეისბუკისთვის? ნახეთ სადმე გაჩერებული ტანკი და გადაიღეთ სურათი, მერე აახვიეთ აქედან", - წერს ნადირაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დარგეთ ახალი ნერგები, დაამუშავეთ მიწა ვისაც გაქვთ, ან ეცადეთ რომ შეიძინოთ თუნდაც პატარა ნაკვეთი“ - მიხეილ ცაგარელი გაზაფხულის ბუნიობაზე

🔵 VIDEO: „როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა“ - ნანკა კალატოზიშვილი

🔵„ან რუსების შემოტრიალებამდე მიგვიღებთ ნატოში, ანდა სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ თქვენ ყოფილხართ არაფრის მაქნისი, აფერისტი, პროვოკატორები!“ - სვიმონ მასხარაშვილი