
პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე ელენა სიყმაშვილი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: როდესაც ასაკს გეკითხებიან, თქვენ ნაცვლად ძმის ასაკს ამბობთ? - ასე უპასუხა:
„კი ჩემ ასაკს ვმალავ და ძმისას ვამბობ. მომწონს მისი ასაკი. ხუთი წლით პატარაა. ჩემი სამეგობრო წრე არის სულ უმცროსი. ყველა მეუბნება მაგ ასაკს, რა ასაკშიც ჩემი ძმაა და ვიბრალებ ხოლმე. არა მგონია ძალიან დიდი სხვაობა იყო“, - აღნიშნა ელენა სიყმაშვილმა.
ასევე გადაცემაში ისაუბრა მოკრივის ძმამაც, სადაც მის ფიზიკურ მონაცემებზე გააკეთა აქცენტი:
„ქუჩაში ერთად, რომ მოვდივართ საერთოდ არ იგრძნობა რომ ქალთან ერთად ხარ. ერთადაც გვიჩხუბია ღამის კლუბში. ბევრი ასეთი ამბავი გამოგვივლია“, - ამბობს ელენა სიყმაშვილის ძმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ოფიციალურად - ილია თოფურიას ახალი მეტსახელი ცნობილია
⭕„ძველი წიგნები...“ - თაკო ჩხეიძე რომიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს