Digest Logo

„არ იყო ამ სიტყვების მოსმენა იმ დროს ადვილი და არც სასიამოვნო... მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა“ - ტარიელ ხარხელაური

1774896712
ტარიელ ხარხელაური

„მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა“, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“ პატრიარქზე საუბრისას.

„მე არ ვიყავი ეკლესიური, ჩვენ უფრო მთის სალოცავებში დავდიოდით. 

ჩემი შვილის ორმოცი როცა იყო ერთი დღით ადრე ითხოვა პატრიარქმა ჩემთან შეხვედრა. პირველი კითხვა ასეთი იყო - რას ფიქრობ?! მე რას ვფიქრობ თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ, მთიდან ვარ, მთიდან ხართ. გამაჩერა - „მესაუბრეთ თქვენ შვილზე, როგორი იყო, როგორ ცხოვრობდა“. მომაყოლა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

მერე მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „თუ თქვენი შვილი ასეთ იყო, ახლა თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობა. ის არის მამა, შენ ხარ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ უნდა შეასრულო შენი მისია“.

არ იყო ამ სიტყვების მოსმენა იმ დროს ადვილი და არც სასიამოვნო. მაგრამ მერე მივხვდი, რომ შენ პატრიარქმა წუთისოფლისკენ კი არ შემოგატრიალა, საწუთისოფლოდ მოგაბრუნა.

მერე მივხვდი, რომ რაც შენ გქონდა ჩაფიქრებული - შურისძიებაზე ფიქრი, ჩაგინაცვლა სიყვარულით, მიტევებით და მოგცა გზა თუ როგორ უნდა იარო ამ წუთისოფელში, რომ ვინმესთვის შეგეძლოს შენის მიტანა, ვინმეს ესაუბრო იმ ტკივილებზე“, - განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„სილამაზე და პოზიტივი“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

🎥 „დაიყარეთ მარილი ტერფებზე, ან ჩაწექით მარილიან აბაზანაში“- 2 აპრილის სავსემთვარეობა და რიტუალი, რომელიც უნდა ჩაატაროთ ნეგატივის მოსაშორებლად

🎥 „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…“ – ლიკუნა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ