მომღერალი ლიზი დარასელია სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც დედაზე და მის მეორე ქორწინებაზე ისაუბრა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: დედის გათხოვების გამო გაჩენილი პროტესტი დაძლიეთ? - მან ასე უპასუხა:
„დიახ. დედაჩემთან ძალიან მიჯაჭვული ვარ. ცოტათი ეგოისტი ვარ, რადგან არ წარმომედგინა მამაჩემის შემდეგ ვიღაცა, ასე თუ გამოჩნდებოდა. ძალიან გაუმართლა, ძალიან მაგარი და კარგი ადამიანია. ეხმარება ვიტოს ძალიან. მიყვარს და ვაფასებ. დედაჩემი არის ბედნიერი და ამას რომ ვუყურებ, შესაბამისად მასაც დიდ პატივს ვცემ.
პატარა როცა ხარ უკვე სხვანაირად აზროვნებ. გამიჩნდა ფიქრები, დედა რატომ არ უნდა ყოფილიყო ბედნიერი?! მამასთანაც მსგავსი დამოკიდებულება მქონდა. ბევრი არის ისეთი წყვილი, რომლებიც ვერ შორდებიან ერთმანეთს, რადგან შვილები ჰყავთ და მინდა მათ ვურჩიო: უნდა გადადგან დაშორების ნაბიჯი და უნდა იყვნენ ბედნიერები.
ღმერთმა დამიფაროს მე, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ სიყვარული გაქრება, ჩემ შვილს ასეთ გარემოში არ ვაცხოვრებ“, - ამბობს ლიზი დარასელია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყოველთვის მქონდა დროში შეზღუდვა...“ - როგორ მოუტანა ლიზი დარასელიას ქორწინებამ თავისუფლება
⭕ „სინათლის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვისაც სიბნელეში გაუვლია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე
🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია