🔴 რა პრაქტიკული ტექნიკები დაგეხმარებათ შფოთვისგან გათავისუფლებაში?
🔴 როგორ მუშაობს „მძიმე საბნის“ ეფექტი და რატომ არის ის ჩვენი ნერვული სისტემის საუკეთესო დამხმარე?
🔴რა ყოველდღიური წესები უნდა დავნერგოთ სიმშვიდის დასაბრუნებლად?
აღნიშნულ თემებზე ფსიქოთერაპევტი თინა როგავა „პოზიტიურ პოდკასტში“ საუბრობს და გვიხსნა, თუ როგორ ვმართოთ შფოთვები და გაგვიზიარა ის წესები, რომლებიც რეალურად მუშაობს:
„3 წლიდან ბავშვს უკვე ყველაფერი ახსოვს, ქვეცნობიერში.
შვილებს სჭირდებათ ყურადღება და სიყვარული. ეს ყოველდღიური შფოთვა და ნერვიულობა არ სჭირდებათ.
გრძნობს ჩემი შვილი, რომ მე იგი ძალიან მიყვარს?
როცა ჩვენ შვილს ვეუბნებით, არ გახვიდე, არ წახვიდე ღამე, იქით არ გახვიდე, დაეცემი, გაცივდები, ბავშვი ფიქრობს, რაღაც ხდება და მშვიდად ვერ ვიქნები. როცა დედა მშვიდად არის, ბავშვიც მშვიდად არის.
ჩემი შვილი მინდა, უსაფრთხოდ იყოს, მაგრამ თავადაც შეუძლია ინდივიდუალურად ბევრი რამე გადალახოს. არ უნდა ჰქონდეს ბავშვს მომენტი: დედის გარეშე რა გავაკეთო? სეპარაცია უნდა მოხდეს“, - ამბობს თინა როგავა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕6 ნოემბერი ამიკო ჩოხარაძის დაბადების დღეა - იუმორისტი და მსახიობი 39 წლის გახდა