საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ.
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გმირი გახდა ევროპის ჩემპიონატის სატელევიზიო ეთერში მედიასთან კომენტარს აკეთებს.
ჟურნალისტის შეკითხვას, რომ მას საქართველოში პირველ ადამიანს უწოდებენ, იგი ასე პასუხობს:
„არ ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანი ვარ ქვეყანაში, მაგრამ თუ ვინმე ასე ფიქრობს ძალიან დიდი მადლობა მათ“, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
იგი ასევე სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ასევე მიმართავს ბავშვებს, რომლებიც სწორედ ახლა იწყებენ საფეხბურთო კარიერას.
„ჯერ უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. რაც შეეხება ჩემ მომავალს კიდევ მომდევნო 3 წელი კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან და ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი არაფერი, ყველა ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ ჩემ მომავალს.
ამ დახვედრას ველოდი, რადგან ვიცი როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და ვიცი რა შეუძლია ფეხბურთს.
ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ ივარჯიშონ და აუცილებლად გამოუვათ“, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან დაწინაურდეთ იქ სადაც მუშაობთ“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ – კახა კალაძემ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა