მომღერალი ხათუნა ჟორდანია ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლეა. მან ცოტა ხნის წინ მძიმე სენი დაამარცხა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.
ხათუნა გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებზე გულწრფელად უპასუხა.
მან ასევე გაიხსენა პერიოდი, როდესაც მძიმე სენს ებრძოდა.
„არ ვიცი რამდენად სწორი იყო, რომ დიაგნოზი დამიმალეს, ალბათ კი. პირველად რომ გავიგე, ეს იყო შოკი, ალბათ დეპრესიაში ჩავვარდებოდი რომ არა ჩემი ოჯახის წევრებისგან დაიმედება, რომ მარტივად მოვერევით, საწყისი სტადიაა და ეს იყო სტიმული, რომ გამეგრძელებინა ბრძოლა.
იმის დაჯერება, ქიმიოთერაპიას დავიწყებდი თუ არა, გამოვჯანმრთელდებოდი, ძალიან კარგად მოქმედებდა განწყობაზე. არასდროს ვფიქრობდი სიკვდილზე.
პირველივე ქიმიოთერაპიის შემდეგ გამოვედი და მახსოვს მუსიკა, წავედი და დავინახე, რომ ხალხი ცეკვავს ქუჩაში. შევვარდი ამ ხალხში და დავიწყე ცეკვა“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ინფორმაცია, რაც აქამდე ხათუნა ჟორდანიაზე არ იცოდით - გაიგეთ, რა ჰქვია მას სინამდვილეში?