Digest Logo

„არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა“- ლუკა მაისურაძე

1776543215
ლუკა მაისურაძე

„არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა“, - განაცხადა ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მაისურაძემ მას შემდეგ, რაც თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ პირველ გამარჯვებას ამხელა ემოცია, რა თქმა უნდა, არ ჰქონია - აქ გამარჯვება და აქ მოპოვებული ჩემპიონობა იყო დაუვიწყარი და ეს წუთები არასდროს დამავიწყდება.

არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა და ჩვენი ჰიმნით დავხურეთ ეს დღე“,- განაცხადა ლუკა მაისურაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 კონსტანტინე სულამანიძე და ირენ პილი პირველ შვილს ელოდებიან - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

⭕როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად? - რას წერს რამაზ გიგაური

⭕ „ხორცისა და სისხლისგან ნაშობი კი არ არის, უბრალოდ, არამედ ღმერთისგან ნაშობია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე