რევაზ ჩელებაძე (მეტსახელად „ჩელე“) არის ლეგენდარული ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იგი დაიბადა 1955 წლის 2 ოქტომბერს ქობულეთში. კარიერის განმავლობაში სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში“ თამაშით, ტექნიკური ოსტატობითა და გოლის გატანის განსაკუთრებული ალღოთი.
იგი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც ხალხის სიყვარულზე ისაუბრა:
„ფეხბურთმა უდიდესი სიყვარული მაჩუქა ხალხის.
იყო 2000 წელი, „კვირის პალიტრა“ იყო და ჩაატარა კონკურსი, „მეოცე საუკუნის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი“, 1000 ხმიდან 800 მე მივიღე. ამით ვარ ბედნიერი.
თბილისის დინამოში ფეხბურთელებს ბევრი რამე შეეძლოთ, ყველგან ავტორიტეტი გვქონდა, არავის ვზარდებოდი. 200 მანეთი მქონდა ხელფასი, არავის დავზარებივარ, არ მინდოდა ვინმესთვის გული მეტკინა.
არ ვიყავი ადამიანებისთვის მიუწვდომელი“, - ამბობს რევაზ ჩელებაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მალიბუ ტუღუში საქართველოშია - მომღერლის ემოციური შეხვედრა მოხუც ბებიასთან