Digest Logo

🎥 „არ ვიყავი ექიმი, არ მქონდა არანაირი განათლება სკოლის გარდა და...“ - რატომ დაენგრა ოჯახი საქართველოს ჩემპიონს ბოდიბილდინგში

1792678888
ქრისტინე წიკლაური

ქრისტინე წიკლაური არის ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგი და საქართველოს ჩემპიონი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. იგი ასპარეზობს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე.

მისი პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ საჯარო სივრცეში ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან იგი ძირითადად თავისი სპორტული კარიერითა და ფიტნესს-საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა სამი შვილის დედა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოჯახი დაენგრა:

„სიყვარულით გავთხოვდი, ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, რთულ რეალობას შევეჯახეთ. როგორც ჩანს, არ ვიყავი ოჯახისთვის შესაფერისი. ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე, მექნებოდა იდილია. არ ვიყავი ექიმი, საერთოდ არ მქონდა განათლება, სკოლის გარდა და ეს იყო ხშირი მომენტი, რომელიც თვალში ხვდებოდათ.

არ ვიყავი თავადების წარმომადგენელი და ალბათ, ეგეც იყო პრობლემა. უფრო მულისგან მესმოდა ეს ყველაფერი. 

მთელი ის პერიოდი, როცა ვიყავი ქორწინებაში, მჯეროდა რომ მე ის „ნაგავი” ვარ, რასაც მეუბნებოდნენ“, - ამბობს ქრისტინე წიკლაური. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გენიოსია, მაგრამ ცოტა გიჟია“ - სად მიდიან აუტიზმის მქონე ბავშვები, როდესაც იზრდებიან? მინდია გაბიჩვაძე დამალულ დიაგნოზებსა და საზოგადოებრივ იარლიყებზე

⭕„ყველაზე დაბალი რისკი მათთან გამოვლინდა, ვინც ყოველდღიურად 6-დან 8 ჭიქამდე სვამდა“ - ახალი კვლევა ჩაიზე

🎥 დავით ლომიძემ „საბავშვო ევროვიზიის“ სცენაზე რეპეტიცია გაიარა - ექსკლუზიური კადრები

✕