საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს პროექტ „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული დავით ლომიძე წარადგენს, სიმღერით Sun On the Rooftops (მზე სახურავებზე).
საქართველოს წარმომადგენელმა „საბავშვო ევროვიზიის“ სცენაზე რეპეტიცია უკვე გაიარა.
ექსკლუზიურ კადრებს „პირველი არხი“ გვიზიარებს.
„ექსკლუზიური კადრები დავით ლომიძის მეორე რეპეტიციიდან.
ონლაინ ხმის მიცემა 24 ოქტომბერს, 02:00 საათზე, დაიწყება - ვებგვერდზე jesc.tv“, - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა.
საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იმუშავა. მუსიკალურ რგოლში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის.
მუსიკალური კლიპის გადაღება აჭარაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 24 ოქტომბერს მალტაში გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე რომ ეს ჩვევა არ მქონოდა, შეიძლება აღარაფერი მშველებოდა...“ - ნინო ხაჟომია ონკოლოგიის შიშზე