ტელეწამყვანი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც საკუთარი დაბადების დღე გამორჩეულად უყვარს და შესაბამისადაც აღნიშნავს. იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს საუკეთესო დაბადების დღეს და საჩუქრებზე საუბრობს:
– საუკეთესოდ რომელი დაბადების დღე გახსენდება და რატომ?
თამთა კვარაცხელია: ჩემი საუკეთესო დაბადების დღე იყო, როცა 25 წლის გავხდი, რადგან მას პირველად ესწრებოდა ამ სამყაროში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ჩემი შვილი გეგა, რომელმაც სიყვარული და ადამიანებს შორის ცხოვრება მასწავლა. მახსოვს, ეს დღეც, ოჯახთან, ერთად ერთ-ერთ რესტორანში აღვნიშნე.
– რამდენად გიყვარს საჩუქრების მიღება და რა საჩუქრები გახსენდება განსაკუთრებულად?
თამთა კვარაცხელია: საჩუქრების მიღება არ მიყვარს, რადგან არ მინდა, ადამიანები ჩემ გამო შეწუხდნენ. ძალიან მრცხვენია საჩუქრის გამორთმევაც. ისე ძალიან ვწუხდები ამ პროცესით, რომ ყოველ ჯერზე საშინელ დისკომფორტს განვიცდი. მესმის, რომ უნდათ, გამახარონ და ჩემგან სულ სხვა ემოციებს ელიან, მაგრამ ამ გრძნობას დღემდე ვერაფერს ვუხერხებ.
ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი სიყვარული და ყურადღებაა, რომელსაც არც ერთი ნივთი არ შეედრება. რაც შეეხება დაბადების დღის საჩუქრის შერჩევის პროცესს, რთულია, რადგან უჭირთ გამოიცნონ, ზუსტად რა მომეწონება. საკმაოდ პრეტენზიული ვარ და ყოველთვის პატარა დეტალებში ვიცი, რა და როგორი მინდა. ამიტომაც დაბადების დღის საჩუქრებიდან იშვიათად მომწონს რამე. იმდენი რამ უჩუქებიათ, რთულია გამოვარჩიო, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც სამახსოვრო სამკაულები მახსენდება, რადგან რამდენიმეს ვატარებ. სიმართლე გითხრათ, სხვებისთვის საჩუქრების გაკეთება უფრო მიყვარს, რადგან მიყვარს ადამიანების გახარება.
– დარწმუნებული ვარ, ამ დღეს თაყვანისმცემლებიც განებივრებენ საჩუქრებით.
თამთა კვარაცხელია: თაყვანისმცემლებს ჩემი დაბადების დღე მანამ ეიმედებათ, სანამ აღმოაჩენენ, რომ მათთვის ამ დღესაც მიუწვდომელი ვარ. მე ვერ წარმომიდგენია, რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს საჩუქარი, გამოვართვა ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობას არ განვიხილავ. არა ერთხელ მითქვამს ძვირად ღირებულ საჩუქრებზე უარი და მათთვის იმედები გამიცრუებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ამ დღეებში იანვარში არაფერი დაგეგმოთ - ნახეთ, როგორია მთელის თვის კალენდარი