ქართველი პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა გადაცემაში „იმედის დღე“ მეცადინეობასთან დაკავშირებით ბავშვებთან სწორ მიდგომებზე ისაუბრა:
„კონცენტრაცია ყურადღებიანობა და ერთგულება ეს ახალი არ არის, ჩემ დროსაც იყო. ორი გამოსავალი არსებობს - ერთი გამოსავალი რთულია, მაგრამ კარგია, მეორე კი იოლი თუმცა არამიზანშეწონილი. ეს მეორე ის არის რომ დავაძალოთ ბავშვს. ბავშვი ვარდება რთულ მდგომარეობაში და ფიქრობს ამ ცხოვრებას თუ უნდა გავუძლო მეტი გზა არ მაქვსო. ასე ვიყავი მეც, როდესაც მეშვიდე-მერვე კლასში შევეჯახე რთულ რეალობას, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, ომიც ახალი დამთავრებული, თუმცა ახლა ბავშვები ძალიან განებივრებულები არიან. არა მარტო საგანმა უნდა გაიტაცოს ბავშვი, არამედ მასწავლებელმა თავისი საგნით“, - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ოთო ბაზერაშვილი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა