31 ოქტომბერი ეროვნული ნაკრების და „ლიონის“ ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დაბადების დღე იყო. იგი 24 წლის გახდა.
პირველი გოლი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც მან თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა 2024 წლის 18 ივნისს. ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ფეხბურთელის დაბადების დღის კადრებს სპორტული გვერდი 90min__geo აქვეყნებს. მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო:
„გილოცავთ ჩვენო ვარსკვლავ ბიჭუნავ, ბევრი გოლები და ტიტულები მოგველოცოს“,
„გილოცავთ! ყველა ნატვრა აგსრულდებოდეთ“,
„მრავალი ბედნიერი და წარმატებული წელი გიო“,
„გილოცავ ბომბარდირო, ბევრი წარმატებული წლები მისურვებია, იხარე და გაგვახარე“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ: