Digest Logo

🎥 85 წლის მუსიკის მასწავლებელი წალენჯიხიდან - გაიცანით ჯულიეტა კვარაცხელია, რომელიც თაობებს 63 წლის განმავლობაში ზრდიდა

1730439968
ჯულიეტა კვარაცხელია

85 წლის მუსიკის მასწავლებელი წალენჯიხიდან, რომელზედაც სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს - გაიცანით ჯულიეტა კვარაცხელია, რომელიც თაობებს 63 წლის განმავლობაში ზრდიდა, საკუთარ ცოდნას ბევრს უსასყიდლოდაც უზიარებდა და ფანდურს თავდავიწყებით აყვარებდა.

საყვარელი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს დღესაც არ დავიწყებიათ, მას ხშირად სტუმრობენ, ბედნიერ გაკვეთილებს იხსენებენ და საჭირო დროს ყოველთვის გვერდში უდგანან.

„ფალიაშვილს შვილი რომ ჰყავდა მკვდარი მაშინ დაწერა დაისი - წარმოიდგინეთ რამხელა ძალა აქვს მუსიკა. მასწავლებლობაზე კარგი პროფესია თუ არსებობს არ ვიცი. ცოცხალი მაგალითი ვარ მე. გული არ უნდა დასწყვიტო ბავშვს და რწმენა არ უნდა დაუკარგო, რომ მას შენ ვერ გაუგებ. 63 წელი ვიყავი მასწავლებელი. ყოფილი მოსწავლეებიც მოდიან ხოლმე ჩემთან. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. როცა რამე დამჭირდება იმწუთში გვერდში მიდგანან. ერთმა დამირეკა და მითხრა - „ჯული მასწავლებელო ჩემ აღზრდაში იმხელა წვლილი მიგიძღვისო“, - იცით როგორ გამიხარდა?! ერთი ბავშვი ობოლი იყო და თანხას არ ვახდევინებდი. როცა ვხედავ, რომ ადამიანს ჩემზე მეტად უჭირს და ამავე დროს სჭირდება, როგორ უნდა გამომერთმია მისთვის ფული. ეს ადამიანური რაღაც არის“, - აღნიშნა ჯულიეტა კვარაცხელიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რა საფრთხეს შეიცავს ბავშვებისთვის ლურჯი გამოსხივება და რომელი ორგანოს დაავადებებს იწვევს? - საერთაშორისო სპეციალისტების რჩევები

🔵„პირველად რომ ჩემზე იძალადეს, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი, ის დაახლოებით, 65-70 -ის“ - ძალადობის მსხვერპლის სულის შემძვრელი პოსტი

🔵„პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად“ - მიხეილ ცაგარელი