Digest Logo

🎥 „არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, ვიცხოვრე სიყვარულით და ხალხისგან მივიღე სიკეთე“ - გივი სიხარულიძე განვლილ ცხოვრებაზე

1776774877
გივი სიხარულიძე

ყველასათვის კარგად ნაცნობი მსახიობი გივი სიხარულიძე 2026 წლის 28 თებერვალს 82 წლის გახდა - უკან მოტოვებულ წლებსა და განვლილ ცხოვრებაზე იგი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს.

„მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე შემიძლია, ღმერთთან და უფალთან ვიყო მართალი, რომ არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია. ვიცხოვრე სიკეთით, სიყვარულით და ხალხისგან მივიღე სიკეთე. 

ვიყავი ერთი გაჭირვებული ბიჭი, რომელიც უმამოდ გაიზარდა, მთელი ცხოვრება დამყვება ჩემი მეზობლების სიკეთე და სიყვარული. დღეს, რომ მამაჩემი ცოცხალი იყოს, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი ადამიანი დღეს რომ ცოცხალი იყო დილა-საღამოს ფეხებს დავბანდი“, - იხსენებს გივი სიხარულიძე. 

როგორც მსახიობი ამბობს, მას დიდი პოპულარობა მოუტანა თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეში“ მონაწილეობის მიღებამ, შემდეგ კი იყო „ცხელი ძაღლი“.

გადაცემის დროს სახლში ესტუმრა, მსახიობს შვილიშვილი და შვილთაშვილები.

„გივი არაჩვეულებრივი ბაბუაა, ის ძალიან ყურადღებიანი და გამგები ადამიანია, რაც მთავარია ვმეგობრობთ და ტოლებივით ვართ“, - ჰყვება შვილიშვილი. 

ნახეთ, ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 გრანდიოზული ქორწილი წინანდალში: ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული

⭕„აიღეთ ჭიქა წყალი და ვერცხლისფერი ნივთი დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ

⭕„სანამ სახლში შეხვალთ, თქვენს კარს შეხედეთ“ - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი