Digest Logo

„არის ადამიანი, ვისთანაც საინტერესო ურთიერთობაში ვარ...“ - მანუ მურღულია პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

1768244898
 მანუ მურღულია

„დღის პოსტის“ ყოფილმა წამყვანმა, მომღერალმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი საკმაოდ შეაყვარა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იგი შეყვარებულია.

მანუ მურღულია პირად ცხოვრებაზე  „თბილისელებთან“ ალაპარაკდა:

მანუ მურღულია: გასული წელი ჩემთვის საინტერესო იყო, ცხოვრებისეულ მომენტებს გავუმკლავდი, ბევრი რამ ვისწავლე, რის შემდეგაც შეცდომებს აღარ ვუშვებ და ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო. გასულმა წელმა მომიტანა ხალხის სიყვარული, რასაც ძალიან ვაფასებ და რომ მკითხონ, პოპულარობა რის გამო მოგწონსო, დაუფიქრებლდად ვუპასუხებ – ხალხის სიყვარულის გამო! ქუჩაში რომ გავდივარ, მიღიმიან, მაჩერებენ და თბილ სიტყვებს მეუბნებიან, ვდნები, მთელი დღე ბედნიერი დავდივარ. ვიცი, ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები და სოციალურ ქსელში ცუდ კომენტარსაც მიწერენ, მაგრამ მაინც სჯობნის კარგი კომენტარები და ეს ძალიან მიხარია.

– ვიცი, არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა უნდა გკითხო: როდის გეწვია პირველი სიყვარული, თუ იყო გულისტკენები და ახლა თუ არის შენ გვერდით საყვარელი ადამიანი?

- მე მყავდა ძალიან კარგი პირველი შეყვარებული, იდეალური, რომელთან ერთადაც 2 წელი ვიყავი. მაშინ 22 წლის ვიყავი, არც გვიჩხუბია, ისე დავშორდით. უბრალოდ, მე დავასრულე ეს ურთიერთობა, რადგან მივხვდი, ამოვწურე ჩემი თავი ამ ურთიერთობაში, ჩვენი გზები ასცდა, არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის და ჯობდა, მეგობრებად დავრჩენილიყავით. სანდრო და მე ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, შეყვარებულები არ ვართ, მაგრამ კარგ მეგობრებად დავრჩით და ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, როგორც მეგობარი.

ორი წლის მერე, ისევ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ძალიან მატკინა გული. მასთან ურთიერთობა ცუდად დასრულდა. ახლა არის ადამიანი, რომელთანაც საინტერესო ურთიერთობაში ვარ. მის გვერდით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმ ორმა ურთიერთობამ კი დამანახვა, რომ არსებობენ გადასარევი ადამიანები და ბოროტები. მგონია, რასაც მე არ გავაკეთებ, სხვა არ გამიკეთებს და მეორე რომანტიკულ ურთიერთობაში, ეს მითის კოშკი ჩამოინგრა. ხუთი წლის წინ რომ გეკითხათ, ალბათ, გეტყოდით სტიმულისთვის გვერდით საყვარელი ადამიანი არ მჭირდება-მეთქი, მაგრამ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გყავს ადამიანი, ვისი იმედიც ნებისმიერ დროს გაქვს. ახლა კი, სწორედ, ისეთი ადამიანია ჩემ გვერდით, რომლის იმედიც ყოველ წამს მაქვს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რით დაამახსოვრებს თავს იანვარი ადამიანებს და რატომ იქნება თვის ბოლო რთულად გასავლელი - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაციები

„ზნეობრივი საყრდენის თავიდან შეკრების, კაცობრიობის ძილისგან გლობალური გამოღვიძების პერიოდი იქნება“ - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ჩემი ფავორიტია, თუმცა შესრულებაზე არასდროს მიფიქრია...“ - გიული ჩოხელის სიმღერაზე ამღერებული ბარბარა სამხარაძე

წყარო: tbiliselebi.ge